როცა ადამიანს უპოვარობის აღთქმა აქვს დადებული და მილიონებს ფლობს, ნონსენსია, როგორ ათავსებთ შეუთავსებელს, თან უპოვარი იყო, თან მილიონებს ფლობდე არ მესმის, ადრე სამღვდელოება საუკეთესო რაშებით კი არ დადიოდნენ, არამედ ვირებითა და ჯორებით – ამის შესახებ დეკანოზი ზაზა თევზაძე ტვ პირველის ეტერში საუბრობს:
“ჯერ ფაქტი, მონაზონზე ძალადობა ამაზრზენი ამბავია. საამაყო ქართველი ხალხი…რა ხდება ჩვენ თავს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრეს ცენტრს, მე მათ განცხადებებს ვერ დავეთანხმები, რომ მთავარი ისრები გადაიტანეს მედიაზე, სიტყვის თავისუფლებაზე და თავისუფლებაზე. ადამიანი არის მეტყველი, გონიერი არსება და სიტყვის თავისუფლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ღვთის წყალობით გვაქვს ეს. ის, რომ მოხდეს დემონიზაცია, რომ მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს ეკლესიის, მსგავსი განცხადებები წარმოუდგენელია. მსგავსი შეფასებები იწვევს ძალიან სერიოზულ პოლარიზაციას საზოგადოებაში, იმიტომ რომ ადამიანების ერთი ნაწილი ამას იჯერებს. ესაა საგანგაშო. ის რაც ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდი საყრდენია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ამას საკუთარი ხელით ებრძოდე წარმოუდგენელია. შეუძლებელია ამის მიზეზებს არ იკვლევდეს ეკლესია, ჩვენ ხომ არ ვაკლებთ რამეს.რატომ ხდება ეს ყველაფერი. გაუგებრობა არ უნდა შეიქმნას. როცა ადამიანს უპოვარობის აღთქმა აქვს დადებული და მილიონებს ფლობს, ნონსენსია, როგორ ათავსებთ შეუთავსებელს, თან უპოვარი იყო, თან მილიონებს ფლობდე არ მესმის, ადრე სამღვდელოება საუკეთესო რაშებით კი არ დადიოდნენ, არამედ ვირებითა და ჯორებით” – ამბობს ტვ პირველის ეთერში მამა ზაზა თევზაძემ.