„ღმერთმა არ ჩააგდოს ოჯახის წევრი ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა იმყოფება მიშა სააკაშვილი“ – გიორგი სააკაშვილი

გიორგი სააკაშვილი არ არის დარმწუნებული, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მესამე პრეზიდენტი საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრებას შეძლებს. მისი თქმით, იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, დღევანდელი პროცესიც ცხადყოფს, რადგან ფაქტი ერთი შეხედვითაც კი შესამჩნევია.

„სურვილი ნამდვილად გააჩნია, რომ დაესწროს დღევანდელ პროცესს. არ ვიცი, რამდენად მისცემს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ შეძლოს და მივიდეს. ის ფიქრი, რომ მიშა კარგადაა და სპეკულაციას აქვს ადგილი, ეს ნამდვილად უადგილოას. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ერთი შეხედვითაც მიხვდებიან, რომ ადამიანი აბსოლუტურად არის სხვა. ის არ არის, რომელიც ნახეს ბოლო სასამართლო პროცესზე, როდესაც ცუდად გახდა. ღმერთმა არ ჩააგდოს ოჯახის წევრი ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა იმყოფება მიშა სააკაშვილი, – თქვა გიორგი სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი დღეს საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწრება. ინფორმაციას “პირველებს” მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე უდასტურებს. მისივე თქმით, გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საამართლოს დარბაზში დღეს ბრალდებულ პრეზიდენტს ეტლით შეიყვანენ.

 

ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე პროცესი საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share