მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა რომ ხელისუფლება მის სრულ იზოლირებას ცდილობს. მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს ბრალდებულის გარეშე ჩატარდა და უვადოდ გადაიდო. ოფიციალური განმარტებით, ვივა მედის ექიმებმა ვერ აიღეს პასუხისმგებლობა რომ პოლიტპატიმარი პრეზიდენტი, თუნდაც რეანიმობილით გადაეყვანათ სხდომათა დარბაზში ჩვენების მისაცემად, თუმცა მეტად სავარაუდოა, ქართულ ოცნებას უბრალოდ შეეშინდა საზოგადოების რეაქციის დაუძლურებული პრეზიდენტის ხილვის შემდეგ.
დროის უკუთვლა დაწყებულია და პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო. ვივა მედის ხელმძღვანელი ადასტურებს რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში სააკაშვილის ნევროლოგიურმა სტატუსმა რეგრესი განიცადა, რაც იმას ნიშნავს რომ ყოველი დღე შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ცვლილებები შესამჩნევია ვიზიტორებისთვისაც. წონის დრამატული კლების პარალელურად, აშკარა ხდება გადაადგილების შეფერხება და კიდურების ტრემორი, რომელიც პრეზიდენტის დიაგნოზთა ნუსხას დღეს დაემატა.
მთავარი არხი