“ნაციოანლური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა და მიხეილ სააკაშვილის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, 3 დემკემბერს 15:00 საათზე “ოცნების” ოფისთან აქცია დაანონსა
ლევან ხაბეიშვილმა ღიად თქვა, რომ “ოცნებს” მესამე პრეზიდენტი მიზანმიმართულად ჰყავს გადამალული, რაც დაუშვებელია.
” მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ენმ-ის მხარდამჭერებთან ერთად ვაპირებ შაბათს, 3 დეკემბერს, 15:00 საათზე ქართული ოცნების ოფისთან, იქ სადაც მიიღება რეალური გადაწყვეტილება, მოვთხოვოთ მთავარი რამ. არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გვაქვს, გვაქვს 1 მოთხოვნა: პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა, ჯანმრთელობა და სიცოცხლის უზრუნველყოფა. მე ამ მიზნით ხვალიდან გავდივარ ასევე რეგიონებში. არამხოლოდ შაბათისთვის, არამედ გენერალური ბრძოლის მობილიზებისთვის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ.”,– თქვა ლევან ხაბეიშვილმა