ჰავაიში მსოფლიოში ყველაზე დიდი აქტიური ვულკანი ამოიფრქვა. ლავის ნაკადი ძირითადად მაუნა-ლოას მწვერვალზეა შეკავებული, ადგილობრივი ოფიციალური პირების ინფორმაციით ლავა საფრთხეს არ უქმნის მოსახლეობას, თუმცა ვულკანის ფერფლის გამო, ჰავაის მკვიდრებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. მაუნა-ლოა, რომელიც ჰავაის ვულკანების ეროვნულ პარკში მდებარეობს, ჰავაის კუნძულის ნახევარს მოიცავს. მიძინებული ვულკანი 40 წლის განმავლობაში პირველად გააქტიურდა.