შემაშფოთებელია, არ არის ჩართულობა უკრაინის მთავრობასთან, ხილული კავშირებია რუსეთთან – ფოტიგა

”ევროპარლამენტის შიგნით ჩვენ გვაქვს მსგავსი სიტუაციის გამოცდილება მოლდოვაში. ჩვენ ძალიან გულახდილად წარმოვადგინეთ სიტუაცია, როდესაც ერთ ოლოგარქს ჰქონდა გავლენა მოლდოვაზე. მოლდოვაც და საქართველოს პატარა ქვეყნები არიან და მსგავსებაც ამაშია. ერთ ოლიგარქს, ერთ ადამიანს აქვს უდიდესი გავლენა საკუთარი ფულით ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ჩვენი შეშფოთება არის ხილული რუსული კავშირები, შეშფოთების საგანია, რომ არ არის ჩართულობა უკრაინის ხელისუფლებასთან, მათთან ვინც იბრძვის საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და პირიქით, კავშირებია სანქცირებულ რუს ოლიგარქებთან, ბიზნესმენებთან. რაც შეეხება საქართველოს ომში ჩათრევის შესახებ განცხადებებს, ეს აბსურდია.”

განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ფორმულასთან საუბრისას.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share