”მამაჩემის საქართველოში ჩამოსვლა ძალიან დიდი შეცდომა იყო და მაგრამ მე არც გამკვირვებია. მე ვისმენდი მის საუბარს ამაზე საჯაროდ და მეც იგივეს მეუბნებოდა, რომ მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა ამის გაკეთების. აქამდე მიდგომა იყო ისეთი, რომ ის კრიზისებში იგდებდა თავს და პოულობდა გამოსავალს უცებ. ვარდების რევოლუცია და ა.შ. დიდი კრიზისების გადაწყვეტით მიაღწია მან წარმატებას. ალბათ, კიდევ ერთხელ ეგონა რომ შეძლებდა ამის გაკეთებას, მაგრამ მე არასდროს ვთვლიდი, რომ ეს შესაძლებელი იყო, არ იყო რეალური შექმნილ სიტუაციაში. თუ უბრალოდ შევხედავთ მხარდაჭერის დონეს, ხელისუფლების ტიპს და ა.შ. უბრალოდ, ეს არ იყო რეალისტური და ძალიან სამწუხაროა, რომ მამაჩემმა თავი მოიტყუა წლების განმავლობაში. ის არც იყო საქართველოში და მხოლოდ გაფილტრული ინფორმაცია მიდიოდა მასთან. თვითონაც ფილტრავდა, რაც უნდოდა ის ესმოდა. ამან უბიძგა მას უდიდესი შეცდომის დაშვებისკენ, რომელსაც მგონია, რომ ძალიან ძალიან ნანობს. მის ადგილას მეც ვინანებდი, სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც ის ამას არ გაიმეორებს მომავალში, იმიტომ რომ იმდენად დიდი ტრავმა მიიღო ამის შედეგად და აშკარად მოუწია რეალობის უკეთ დანახვა” –