“სააკაშვილის შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა…იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს”-ირაკლი კობახიძე

სააკაშვილის შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა. სალომე ზურაბიშვილი თუ არჩევანს სიმშვიდესა და არეულობას შორის, არეულობის სასარგებლოდ გააკეთებს, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ადამიანების, ვინც ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს, მთავარი მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობაა.

„ერთადერთი, რაც ამ ადამიანებს ამოძრავებთ, ვინც სააკაშვილის გათავისუფლებაზე საუბრობს, ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ, არის ქვეყანაში არეულობის შექმნის ინტერესი. თქვენ იცით, რომ სწორედ ამ მიზნით ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში მუნიციპალური არჩევნების წინ და ზუსტად იგივე მიზნით სურთ სააკაშვილის გათავისუფლება. ეს ინტერესი, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს და ამის მიხედვით უნდა გააკეთოს დასკვნები. სალომე ზურაბიშვილი თუ არჩევანს სიმშვიდესა და არეულობას შორის, არეულობის სასარგებლოდ გააკეთებს, ესეც უნდა შეაფასოს საზოგადოებამ. მე იმედი მაქვს, რომ ამას პრეზიდენტი არ გააკეთებს,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share