“ფონდ იავნანას” ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს.
მისი თქმით, ყველა უნდა ჩაერთოს პოლიტიკაში, რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებიდან გაისტუმრონ.
“ვერ ვიტყვი, რომ არ არის შანსი. ყველანი უნდა ჩავერთოთ პოლიტიკაში, რომ ეს მავნებლები აქედან გავისტუმროთ. ისინი უბრალოდ ანგრევენ ჩვენს ქვეყანას. უკვე დანგრეულია, ფაქტობრივად.
თუ საჭირო იქნება და ჩავთვლი, რომ მე ვარ საჭირო იმისთვის, რომ ესენი მოვაშოროთ, აუცილებლად ჩავერთვები. დღესდღეობით ძალიან კარგად უვლის მათ [ხელისუფლებას], კარგ დღეში ჰყავთ ისინი, ფაქტობრივად, მიყენებული ჰყავთ კედელთან”, – თქვა ბურჭულაძემ “ტვ პირველის” ეთერში.
მსგავსი სტატიები
- 97
ვურჩევდი წულუკიანს, რომ სიტყვები „ამომრჩეველი“ და „ღალატი“ ერთდროულად არ იხმაროს- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა “ახალ თაობასთან” ისაუბრა.ვურჩევდი წულუკიანს, რომ სიტყვები „ამომრჩეველი“ და „ღალატი“ ერთდროულად არ იხმაროს. მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს. იმიტომ, რომ ზუსტად მისი კანტორა იყო და პირადად ის ერთ-ერთი, ვინც ყველაფერ აკეთებდა, რომ…
- 97
მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებთ აცხადებს, რომ ბაკქანალია უნდა დამთავრდეს და ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც კომპრომისი უნდა მოძებნოს, რათა ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს. „ეს ბაკქანალია ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. მე არც ხელისუფლების მომხრე ვარ და არც ოპოზიციის, მაგრამ ნიკა მელიასნაირი მებრძოლი კაცი ნეტავ „ოცნებას" ჰყავდეს. რურუაც სულ ტყუილად არის…
- 96
მომღერალი სოფო ბათილაშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ მას რუსეთი და რუსული პოლიტიკა არ სურს, მისთვის უზენაესი საქართველოს თავისუფლებაა და ამიტომ, არც რუსულ შოუბიზნესში ჩართვა უნდა. „ყველას გაქცევა უნდა აქედან, ყველას, ვისზეც სახელმწიფო წესით, იმედს უნდა ამყარებდეს. ძალიან ძნელია, ვინმე ამის გამო გააკრიტიკო, იმდენად არასტაბილურ, ჩამყაყებულ და სრულიად…
- 96
ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება კადრები, რომელიც საკუთარი თვალით ვიხილე გუშინ ბუკნარში: მას შემდეგ, რაც მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და სოფლის ცენტრისაკენ სირბილით წავიდნენ - სადაც ადგილობრივი ქრისტიანები იყვნენ შეკრებილნი - მე პოლიციის კორდონის უკან ვიდექი და შესაბამისად, სოფლის ცენტრისკენ სირბილით მიმავალი დემონსტრანტების თავში მოვექეცი - რაც შემეძლო მივრბოდი,…