ოზურგეთში სანაპიროს ქუჩაზე ახალი, თანამედროვე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

ოზურგეთში სანაპიროს ქუჩაზე ახალი, თანამედროვე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
„ვიწყებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს – ქ. ოზურგეთში, სანაპიროს ქუჩაზე ახალი, თანამედროვე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები, ბავშვები და მათი მშობლები, ახალგაზრდები და უფროსი ასაკის მქონე ადამიანები თავისუფალ დროს სასიამოვნო გარემოში გაატარებენ.
პროექტი მოიცავს გამწვანებას, განათებას, კალათბურთის და რამდენიმე სპორტული სახეობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას, ბავშვებისთვის საქანელების და გასართობი ინვენტარის დამონტაჟებას და მთლიანი სივრცის კეთილმოწყობას. პროექტისთვის ჯამში დაახლოებით 900 000 ლარს დავხარჯავთ,“- ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share