“მშვიდობის ქალაქი” – “ოცნების” საახალწლო სლოგანი, რომელიც უკარინის ომის ფონზე განსაკუთრებულად ცინიკურად და არასოლიდარულად გამოიყურება, სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის საფუძველი გახდა.
იმ ფონზე, როდესაც უკრაინა რუსეთისგან თავსმოხვეული ომის გამო სისხლს ღვრის, რაშისტების სისასტიკეს ბავშვებისა და ქალების, უდანაშულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება და ახლაც ამ წუთებშიც უკრაინელები საკუთარი ღირსებისა და თავისუფლებისთვის გადასარჩენად იბრძვიან პარტნიორი და მეგობარი ქვეყნისგან ამ ტიპის საახალწლო ბანერი მინიმუმ არაჰუმანური და არამეგობრულია.
განსაკუთრებით იმ ქალაქის მერისგან, რომელსაც უკრაინასთან საფეხბურთო კარიერა აკავშირებს და წესით ბევრი მეგობარიც უნდა ჰყავდეს. კახა კალაძეს ეს სლოგანი უხერხულობას არ უქმნის და შეცვლას არ აპირებს. სწორედ ამიტომ ახლა თბილისის მთავარ ნაძვის ხესთან სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები და საგანგებო განცხადებას აკეთებენ.