“მე არ ვარ ნივთი, რომელსაც მაშინ წაიღებენ და წაათრევენ, როცა მოუნდებათ. გთხოვთ დამიცავით!”- ეს არის 15 წლის გოგონას სიტყვები, რომელიც საკუთარი ეზოდან გაიტაცეს და იძულებითი ქორწინების მსხვერპლი გახდა.
საქართველოს რეგიონებში ყოველი მეოთხე არასრუწლოვანი ქორწინდება. საგანგაშო სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ქორწინება ძირითად შემთხვევაში იძულებით ხდება. სახელმწიფო კი ჯერ ვერ უზრუნველყოფს ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლას.
არ არსებობს მექანიზმი, რომელიც არასრუწლოვან გოგონებს არასასურველი ქორწინებისგან დაიცავს. ვითარება იმდენად მძიმეა, რომ შველას თავად მსხვერპლი მოზარდები ითხოვენ, რადგან სისტემა მათ ვერ იცავს.
ყველაზე ცუდი როლი კი ამ პროცესში სასამართლოს აქვს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მამაკაცებს, რომლებიც გოგონებს მათთან ცხოვრებას აიძულებენ, სასჯელი არ ეკისრებათ და მათ პირდაპირ სასამართლო დარბაზებიდან ათავისუფლებენ.