საჯარო სკოლების უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე სპეციალური მასწავლებლები სქემით განსაზღვრული სტატუსის შესაბამის დანამატის ოდენობას 2021 წლიდან მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
„2018 წელს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილების საფუძველზე, ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები სისტემამ მასწავლებლად აღიარა. 2020 წელს კი სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.ასევე, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს 2023 წლის 1 იანვრამდე ეძლევათ შესაძლებლობა, დაადასტურონ კომპეტენცია, რაც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და მათი ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, შესაბამისად, მათი ანაზღაურების ზრდის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. 2019 წლის ოქტომბერს მასწავლებელთა ხელფასი 150 ლარით გაიზარდა. ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, არსებული პანდემიის პირობებში, 2021 წლის იანვრის თვეში სრული დატვირთვის (15 საათი) მქონე უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით ეზრდებათ. სახელფასო დანამატი ეზრდებათ მათაც, ვისაც არ აქვს, სრული დატვირთვა, პროპორციული დაანგარიშების წესის შესაბამისად,“- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
მსგავსი სტატიები
- 94
- 93
ძალიან საინტერესო ისტორია. ეროსი მანჯგალაძე ძალიან გულჩვილი, კეთილი ადამიანი იყო და რომ იტყვიან, მოყვასისთვის სულსაც არ დაიშურებდა. ეროსის ფეხით სიარული უყვარდა და სპექტაკლსა თუ რეპეტიციაზე სახლიდან ფეხით მიდიოდა ხოლმე. ქაშუეთის ეკლესიასთან ერთი მათხოვარი იჯდა, რომელსაც ცნობილი მსახიობი ყოველთვის მანეთიანს უდებდა ქუდში. ერთ დღეს „კავკასიურ ცარცის წრეზე“ მიმავალმა მსახიობმა ქაშუეთთან ჯიბეები…
- 93
უკვე იცით, რომ გერმანელ პიანისტსა და დირიჟორს, დანიელ ბარენბოიმს მსოფლიოში აღიარებულმა მევიოლინემ, ლიზა ბათიაშვილმა ჩვენი ვუნდერკინდი ავტორ-შემსრულებლის, ცოტნე ზედგინიძის ჩანაწერები მოასმენინა. ბარენბოიმ მოითხოვა, რომ პანდემიის მიუხედავად, ქართველი ვუნდერკინდი მასთან ჩაეყვანათ. “იმდენად მტკიცე იყო მაესტროს სურვილი, რომ შეუძლებელი შევძელით ყველამ და ცოტნე, ოჯახის წევრების თანხლებით, ბერლინში გაემგზავრა. ბარენბოიმმა კოლეგები, კომპოზიტორები შეკრიბა…
- 93
„დოდო თავისი სისუფთავით, ვაჟკაცობით, გონიერებით, სიყვარულით ჩვენი უბნის და მთელი ქალაქის საზომი იყო. ომის დროს „ზემელზე“ პურს ყიდდა, რომ თავისი საძმო გამოეკვება. არაჩვეულებრივი ოჯახიშვილი გახლდათ, ჩემი უფროსი მეგობარი და ყველას გაჭირვების ტალკვესი. დოდოსგან ვისწავლეთ ყველაფერი: ქუჩაში ლაღად დადიოდა, მართალი ნაბიჯი და უდიდესი მოთმინების უნარი ჰქონდა. თავისი ინიციატივით არასოდეს უჩხუბია, მაგრამ…