მიშა „ვივამედში“ თავისი ფეხით შევიდა, დღეს გადაადგილების უნარი არ გააჩნია – მიხეილ სააკაშვილის ძმა

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ძლის ჯანმრთელობის მდგომარება კიდევ უფრო გაუარესებულია. ამის შესახებ გიორგი სააკაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ძალიან რთული მოსასმენია, უკვე 79 კილოგრამამდე არის დასული, 118 კილოგრამი იყო, როცა ჩამოვიდა. ამას ხომ აქვს მიზეზები, ეს არ არის ის, რომ მმართველი პარტია ამბობს, ოთხ კედელში არ შეუძლია ყოფნაო, ვერ დავეთანხმები ნამდვილად. ამ ეტაპზე ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, რომ სასამართლოში შუამდგომლობა მოხდეს და მიიღონ გადაწყვეტილება. მე მაინც მჯერა სასამართლოს მხრიდან გონივრული გადაწყვეტილებების, ვინაიდან, საუბარია პირველ რიგში, საქართველოს შვილზე, ამავდროულად საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან ფიგურაზე, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს მშენებლობაში“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share