ცოტა ხნის წინ მესამე პრეზიდენტი კლინიკაში მოინახულა დედამ, გიული ალასანიამ. მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და მისი ორგანიზმი “გაძლებაზეა”.
გიული ალასანია ელოდება სასამართლო პროცესის ჩანიშვნას, სადაც მესამე პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებენ. შესაბამისი შუამდგომლობით ადვოკატმა უწყებას დღეს მიმართა.
“მდგომარეობა ჯანმრთელობის იგივეა, სიცხე როგორც ყოველთვის აქვს, სისუსტე არის, მოკლედ გაძლებაზეა ადამიანი, რამდენი ხანი გაძლებს აი ამაზე ორგანიზმი, იმიტომ რომ ძალიან ცუდადაა მე რომ მკითხოთ. კარგია რომ შევიდა, მე ვიცოდი, რომ სამზე უნდა შესულიყო, შევიდა 9-ზე არ ვიცი ეს როგორ მოხდა, ყოველ შემთხვევაში, კარგია რომ შევიდა და აახლა ველოდებით, რომ ბოლოს და ბოლოს დაინიშნება ეს პროცესი, შედგება მოსმენა”, – თქვა გიული ალასანიამ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმეთვიანი მოკვლევის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საექსპერტო დასკვნა მომზადდა. ცენტრ “ემპათიას” მედიკოსებისა და უცხოელი ექსპერტების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მთავარი რეკომენდაცია მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებაა, რადგან მისი ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობა პატიმრობასთან შეუთავსებელია.