ვოლსკი Washington Post-ზე: თავისი პოლიტიკური პოზიციიდან აკეთებენ განცხადებებს

თავისი პოლიტიკური პოზიციიდან აკეთებენ განცხადებებს-ამბობს ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი, The Washington Post-ის სტატიასთან დაკავშირებით, რომელშიც ბიძინა ივანიშვილს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ადარებენ და მას შავ ზღვასა და კავკასიის ქედებს შორის გადაჭიმული ქვეყნის დე ფაქტო მმართველად მოიხსენიებენ.

“იცით რა არის? მოყირჭებული თემაა უკვე, პოლიტიკური პოზიცია გააჩნიათ, მათ შორის, მედია საშუალებებს, Washington Post-ს, NYT-ს, სხვადასხვა ევროპულ თუ ამერიკულ გამოცემებს და თავისი პოლიტიკური პოზიციიდან, პოლიტიკური პლატფორმიდან აკეთებენ განცხადებებსაც და სტატიებსაც, ხშირ შემთხვევაში, ეს დაღი აქვს დასმული. ვნახოთ, რეალობა ჩვენი აზრით არის სულ სხვა, ქვეყანას სულ სხვა სიტუაცია ჭირდება და ამ პოლიტიკურ პოლიმიკას სჯობს ხვალინდელ დღეს გავუსწოროთ თვალი, ყველაფერი ძალიან მალე გახდება ნათელი ყველასთვის.”- განაცხადა ვოლსკიმ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share