“ქართველებმა თურქეთის სავაჭრო ცენტრში მოქალაქეებს 8 ათასი დოლარი მოჰპარეს”

თურქეთში, ბოლუს პროვინციაში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს –

თურქულ მედიის ინფორმაციით, დაკავებულებმა სავაჭრო ცენტრში მოქალაქეების კუთვნილი 8 ათასი დოლარი მოიპარეს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთმა პირმა, ინიციალებით მ.ი.-ს საჩივარი შეიტანა პოლიციაში, რის შედეგადაც, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

გამოცემის თანახმად, დაკავებულები სავაჭრო ცენტრში უცხოური სანომრე ნიშნის ავტომობილით მივიდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share