“ოღონდ განცხადებას ნუ დაწერთ და ჩვენ გიყიდით ღორს” – ქურდობა ოზურგეთში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ქურდობა მოხდა.

ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელობამ კი აიძულა დაზარალებული განცხადება – ღორის მოპარვის შესახებ – უკან გაეტანა.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ინფორმაცია ოზურგეთის პოლიციიდან, საკუთარმა წყარომ მიაწოდა.

რედაქციამ ეს ინფორმაცია გადაამოწმა და ის სინამდვილეს შეესაბამება, თუმცა როგორც დაზარალებულები, ასევე მისი ახლობლები, ჟურნალისტებთან კონტაქტზე კატეგორიულ უარს ამბობენ და კომენტარებს არ აკეთებენ.

მომხდარის დეტალებს საკუთარი წყარო გვიყვება.

შემთხვევა ძიმითში, გუშინ წინ მოხდა, გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ერთ ერთ ადგილობრივ მაცხოვრებელს, “დაკლული”,”გასუფთავებული” და ჩასაბარებლად გამზადებული ღორი მოპარეს.

ოჯახმა, ვალების გასასტუმრებლად გადაწყვიტა საკუთარი ღორი დაეკლა და ჩაებარებინა, მოელაპარაკნენ ერთ ერთ შემსყიდველ საწარმოს, ერთ კილოგრამში მყიდველი 10 ლარს იხდიდა,

ღორის წონამ თავისა და ნარჩენების (ყაურმის მასალა, ფაშვეული, “პოჭოკები”) გარეშ 94 კილოგრამი შეადგინა, შესაბამისად ჩასაბარებელმა თანხამ 940 ლარი.

ოჯახში გამზადებული ღორი სახლში მოათავსეს, თუმცა დილით ღორი ადგილზე უკვე აღარ დახვდათ.

მაშინვე დაირეკა 112-ში, თუმცა პოლიციის ნაცვლად დაზარალებულებს ოზურგეთის მერის წარმომადგენელი, ძიმითის ტერიტორიულ ორგანოში, ანუ სოფლის გამგებელი ეახლა და განუცხადა, რომ პოლიციის მოთხოვნა იყო დაზარალებულებს ოფიციალურად განცხადება არ დაეწერათ და პოლიცია თავის მხრივ ღებულობდა ვალდებულებას გამზადებულ ღორს იპოვიდა და ოჯახს დაუბრუნებდა.

სოფლის გამგებელი, ოდენ,  ღორის თავითა და “ყაურმით” დარჩენილ მასპინძლებს, არწმუნებდა, რომ ის პოლიციის ლაპარაკობდა.

მომხდარიდან უკვე 48 საათზე მეტია გასული, თუმცა დაკლული ღორის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share