“თქვენ ნამდვილი ჩემპიონი იყავით! ღირსებით, პატიოსნებით და წარმოუდგენელი გამბედაობით დაიცავით თქვენი როლი” – ასე შეაფასა კელი დეგნანმა ომბუდსმენის მუშაობა.
სახალხო დამცველის თანამდებობა დღეიდან ვაკანტურია. ნინო ლომჯარიამ ბოლო სამუშაო დღე გაწეული საქმიანობის შეჯამებას დაუთმო.
გამოსამშვიდობებელ ღონისძიებას შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ეკლჩებიც ესწრებოდნენ.
სად განაგრძობს ნინო ლომჯარია მუშაობას ჯერ არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ მისი საქმიანობის სფერო ადამიანის უფლებებს არ გასცდება.