ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ პარტია “ქართული ოცნება” ამ წუთებში პირველ ყრილობას მართავს, სადაც პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე სიტყვით გამოვიდა: “ახლა როცა დემოკრატიული განვითარება გარანტირებულია, ბიძინა ივანიშვილი პირნათელი და ვალმოხდილი ტოვებს პოლიტიკას, დარწმუნებული ვარ თითოეული თგვენგანი, ყველა ჩვენი მხარდამჭერი კარგად აცნობიერებს თუ რამდენად მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენაზე ვსაუბრობთ. ეს რაღაც ახლის დასაწყისია, როგორც მაშინ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს მთავარი ღირებულება-თავისუფლება დავუბრუნეთ. ჩვენ არა ერთი მიღწევა გვქონდა, იყო გარკვეული შცდომები. გულდასაწყვეტია ის, რისი გაკეთებაც ვერ შევძელით. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდია, იმ ისტორიული მოვლენის მთავარი მოქმედი პირი, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა, როდესაც ჩვენი მოსახლეობის უპრეცედენტო გადაწყვეტილებით “ქართულ ოცნებას” მესამე ვადით მიენიჭა ნდობა.საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა იმ გზის მართებულობა, რამაც დღევანდელ დღემდე მოიყვანა ქვეყანა. ეს გუნდის თითეულ წევრს დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს. წინ უამრავი გამოწვევაა. მე დარწმუნებული ვარ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ”-განაცხადა კალაძემ.