უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ 5 ქართველი მეომრის დაღუპვას, სოციალურ ქსელში საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი ეხმაურება:
”უცებ ავენთე, გავცეცხლდი! ბევრჯერ ხმამაღლაც ვიყვირე – განა რა მოხდა მისამძიმრება მაინც, როგორ არ შეუძლიათ მეთქი?!
მერე დავფიქრდი და მივხვდი რა სისულელეზე ვიშლიდი ნერვებს…
ახლა, ჩვენი ბიჭების სულს, ისე არაფერი დაამძიმებს და შეურაცხყოფს, როგორც ამ გარეწარი ხელისუფლების სამძიმარი და თვალთმაქცი გლოვა.
თავისუფლებისთვის მოკლულ გმირებს, მონების ცრემლი, საფლავში ახრჩობთ..” – წერს სულაშვილი.