გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ( GIZ) პროექტის ( CESL) პროექტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის (CESL) ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

GIZ- ი საქართველომ, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ინიციატივის „EU4ITD – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში, საპროექტო იდეების მიღებაზე მუნიციპალიტეტებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

პროექტის მიზანია რეგიონების ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების დონის გაუმჯობესება, მიგრაციული პროცესების შემცირება და რეგიონული ცენტრების განვითარება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share