ან ყველა ერთად გადავრჩებით პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, ან დავიღუპებით მასთან ერთად – კახა ასკურავა

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს:
”თუ მიხეილ სააკაშვილს, 9 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე, არ მიეცემა საზღვრებს გარეთ გასვლის უფლება სამკურნალოდ, რაც მისი სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი გზაა, ეს იქნება ივანიშვილის სრულად გააზრებული გადაწყვეტილება, რომ იგი დაიღუპოს ციხეში!
ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს უფლება დავბრუნდეთ სახლებში, ან ყველა ერთად გადავრჩებით პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად,ან დავიღუპებით მასთან ერთად!! ამას არც ბევრი ბჭობა სჭირდება და არც არანაირი თათბირები!!!” – წერს ასკურავა.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „FREE SAAKASHVILI“ გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share