“შეგნებულად არ აკეთებს, ვერ იღებს საკვებს”, – ამის შესახებ “ვივა მედის” დირექტორმა ზურან ჩხაიძემ ჟურნალისტებთან ექს-პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტს სისუსტე და მოძრაობის შეზღუდვა აღენიშნება.
“პაციენტის პარამეტრები შეესაბამება იმას, რომ იმყოფებოდეს ზოგად თერაპიულ განყოფილებაში, მკურნალმა ექიმმა დაადასტურფა, რომ სააკაშვილი არასრულფასოვნად იკვებება, შიმშილობა გამოცხადებული არ არის, ის იკებება მცირე ულუფებით და ხშირ შემთხვევებში არ იკვებება. ძირითადი დაავადების გამომწვევი არის არასრულფასოვანი კვება. 77 კილოს იწონის, რატომ ხდება წონაში კლება თუ სრულფასოვნად იკვებება? ის იღებს სასურველ საკვებს სასურველ დროს.”, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.