ჩოხატაურის მერი, დავით შარაშიძე ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (MASHAV) საქართველოს ხელმძღვანელ, გიორგი ჟღენტსა და MASHAV-ის პროგრამის აგრო პროექტების მენეჯერ, იუვალ ელაზარს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას, მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
Mashav-ი საქართველოში 1992 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მიზანია მეგობარი ქვეყნისთვის ისრაელის გამოცდილების, ცოდნის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გაზიარება.
მხარეებმა, შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე წარმატებული პროექტები და ისაუბრეს მომავალი შესაძლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ასევე სოფლის მეურნეობის პროგრამების განხორციელების საკითხებსა და სოფლებში სასმელი წყლის გასაფილტრი დანადგარების მოწყობაზე.