ამერიკაში მოღვაწე ქართვრელი ექიმი ნანა გეგეჭკორი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს:
”ვერ მოძრაობს, იმიტომ რომ სუსტადაა, თავბრუ ეხვევა…
მოძრაობას ენერგიის გარდა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა სჭირდება. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა ჩონჩხის ძვლების, სახსრების, კუნთების და პერიფერიული ნერვული სისტემის ქსელისგან შედგება. პერიფერიული ნერვული სისტემით საყრდენ-მამოძრავებელ სისტემამდე მოდის ცენტრალური ნერვული სისტემიდან წამოსული ბრძანებები და ამ კომპონენტების კოორდინააციის შედეგად ასრულებს ადამიანი მოძრაობებს.
რატომ ვთვლი საჭიროდ ამის განმარტებას? არაექიმებს არ გეგონოთ რომ პრობლემა უჭმელობაშია და უცებ შესაძლებელი რომ გახდეს ენერგიის დეფიციტის აღმოფხვრა ეს პაციენტი გაივლის.
პათოლოგიური პროცესების ჯაჭვი ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობაში ძალიან გრძელია და მის განხილვას მოკლე პოსტით ვერ შევძლებ, უბრალოდ გავამახვილებ ყურადღებას ჩემი ქართველი კოლეგების საჯაროდ მონათხრობზე. ყველა ერთხმად აღიარებს რომ მას ჩონჩხის კუნთების გამოხატული ატროფია აქვს, ამასთანავე აღენიშნება ნეიროპათია. ეს ორი კომპონენტი სრულიად საკმარისია რომ პაციენტი საწოლს მიეჯაჭვოს.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს რომ სასიცოცხლოდ აუცილებელი სუნთქვის ფუნქცია აქტიური მექანიკური პროცესია და მის რეალიზაციაში დიაფრაგმასთან (ასევე კუნთია) ერთად სხეულის კუნთებიც მონაწილეობენ. კუნთების მზარდი ატროფია მძიმე კახექსიის და ჰიპოდინამიის ფონზე ამ ფუნქციასაც შეიძლება შეეხოს.
მოკლედ, ისადილა – არ ისადილამდე მაინც ნუ დაიყვანთ მძიმე პაციენტის ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ ცვლილებებს.
ძალიან კომპლექსურია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უკლებლივ ყველა ექიმის მონათხრობიდან გამომდინარე.” – წერს გეგეჭკორი.