„ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ დემოკრატიას ნამდვილად არ აქვს ალტერნატივა, დარწმუნებული ვარ, მისი კანდიდატურა იქნება სერიოზული პოზიტივი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განაცხადა.
„დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა თანამდებობა, პოლიტიკა. უნდა გავაგრძელოთ სწორი პოლიტიკის წარმოება და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ და არაერთხელ მოვიპოვოთ ჩვენი ამომრჩევლის მხარდაჭერა. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის წარმატებული ლიდერი, მისი ჩატარებული რეფორმა არის საკონსტიტუციო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა. ის ძალიან პროგრესული და თანამედროვეა, რადგან ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც იყო ქვეყანაში, იქნებოდა ეს შრომის კოდექსი, გენდერული კვოტირება, თუ არაერთი ცვლილება, იყო ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული და განხორციელებული. ეს არის ადამიანი, რომელსაც რეალურად ნამდვილად სჯერა, რომ დემოკრატიას ნამდვილად არ აქვს ალტერნატივა და ყველა მისი გადადგმული ნაბიჯი სწორედ ამ პრინციპის ქუდის ქვეშ გადიოდა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, მისი კანდიდატურა იქნება სერიოზული პოზიტივი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.