დუეინ ჯონსონი სიკეთეს არ ივიწყებს – მან ძველ მეგობარს ავტომობილი აჩუქა

არც თუ ტყუილად მოიხსენიებენ დუეინ ჯონსონს ყველაზე სასიამოვნო პიროვნებათ ჰოლივუდში. ის არა მხოლოდ უზომოდ მხიარული და კეთილია, არამედ ძალზედ გულუხვიც. ასე მაგალითად, მან თავის ძველ მეგობარს, რომელთანაც ღარიბი ახალგაზრდობისას ხშირად ატარებდა დროს, აჩუქა 30.000$ ღირებულების Ford F-150.

ჯონსონმა თავის მეგობარ ბრუნო ლაუერთან პირადად მივიდა და ეგრევე მხიარული სიტყვები „მიახალა“: „ჰეი, შენ ნა…რო!“. შემდგომი საუბარიც სულ ხუმრობა-ხუმრობით წარიმართა: „შენ ხომ კორონაზე უარყოფითი ტესტი გაქვს? დადებითი მხოლოდ ჰერპესია?“ – ჰკითხა ჯონსონმა ბრუნოს.

ბრუნო, აწ უკვე კარგად ცნობილ მსახიობს, ხშირად იფარებდა, როცა ახალგაზრდა, 15 წლის ბიჭს უჭირდა. 9 წლის შემდგომ, როცა ახალბედა რესტლერმა მის კარებზე ისევ დააკუნა, გაღარიბებულმა სახელის მოპოვების ძიებაში, ბრუნომ ის ისევ შეიფარა. ზუსტად მაშინ დაეხმარა ბრუნომ დუეინს კარიერის შექმნაში, რადგანაც იმ დროს რამოდენიმე ცნობილი რესტლერის მენეჯერი გახლდათ.

Instagram-ში დუეინმა დაწერა: „მიყვარხარ, ძმაო. შენმა სიკეთემ და გულისხმიერებამ დამეხმარა ცხოვრების ტრაექტორიის შეცვლაში“.

ჯონსონმა ზემოთხსენებული მოკრძალებული საჩუქრით გადაწყვიტა მადლობის გადახდა. ბრუნოსთვის კი ეს სასიამოვნო სიურპრიზი გახდა – მან ცრემლებიც ვერ შეიკავა და ჯონსონს მადლობა გადაუხადა: „ჩემო მეგობარო, შენი მადლიერი ვარ. მიყვარხარ. არ აქვს მნიშვნელობა მჩუქნი ავტომობილს თუ არა. გაფასებ იმის გამო, როგორი ადამიანიც ხარ“.

ავტორი: ირაკლი სალუქვაძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share