ხვალ ბიძინა ივანიშვილისთვის უმძიმესი და უმნიშვნელოვანესი დღეა – ბერმუდას სასამართლო ივანიშვილის წინააღმდეგ შვეიცარული ბანკის საჩივარს განიხილავს. სააპელაციო სასამართლოში განხილვა რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ხვალ ბოლო დღეა. ქართველ ოლიგაქრქს შვეიცარული ბანკი უჩივის და უარს ამბობს, ივანიშვილს სადავო 607 მილიონი გადაუხადოს. ეს, ის ცნობილი საქმეა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ამისი პირადი ბანკირი თანხების დატაცებაში ამხილა.
დავა წლებია მიდის, თუმცა ივანიშვილი ფულს მაინც ვერ იღებს. ახლა სხვადასხვა ბანკსა და სატრასტო ანგარიშებზე ივანიშვილის ასეულობით მილიონია გაყინული.
ოლიგარქის ადვოკატი ადასტურებს, რომ ამ დრომდე ბიძინა ივანიშვილი გაყინულ ფულზე წვდომას ვერ იბრუნებს.
ტვ პირველი