ვინ იყო ერთადერთი ყარაჩოხელი ქალი და როგორ მოახერხა ყველას პატივისცემა მოეპოვებინა

ძველ თბილისში „ქამრიანი სონა“ ერთადერთი ყარაჩოხელი ქალი იყო. მისი გვარი არ არის ცნობილი და მასზე მცირე რამ ვიცით. იოსებ გრიშაშვილის ცნობით, „ქამრიან სონას“ თბილისში დიდი სახელი და ყველაზე კარგი არღანი ჰქონია. ვიღაც შურიანს მისთვის არღანი მოუპარავს და მტკვარში გადაუგდია. სასოწარკვეთილ სონას თბილისი დაუტოვებია და ფოთში გაუხსნია დუქანი. ამბობენ, რომ სონას ახალგაზრდობაში ერთი ვაჟკაცი ყარაჩოხელი ჰყვარებია, რომელიც მძიმე სენის გამო უდროოდ გარდაცვლილა. სონას გარდაცვლილი სატრფოს ქამარი შემოურტყამს წელზე და გამოუცხადებია, ამიერიდან ჩემი ქალობა მოკვდა, ამ ქამრისა და შავი კაბის ქვეშ ვმარხავო. საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ შეერთებია ყარაჩოხელთა ამქარს.სონას ყარაჩოხელის ქამარი შიშის ზარს სცემდა კაცებს. ყარაჩოხელთა კოდექსის პარალელურად, სონას საკუთარი კოდექსი ჰქონია, რომელსაც ყველა ყარაჩოხელი პატივს სცემდა..

image

intermedia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share