“გივიკო დიდიამ ვიდეო დადო “გუგუნობს ლანჩხუთიო”..რამდენიმე საათის წინ, ჯაბა ხოფერია ჩაასვენეს, ლანჩხუთს არ “ეგუგუნება”

სოციალური ქსელის მომხმარებელი, მარიამ ჩხეიძე ვლოგერ გივიკო დიდიას მიერ ლანჩხუთიდან გამოქვეყნებულ ვიდეოზე წერს და აღნიშნავს, რომ უკრაინაში დაღუპული ჯაბა ხოფერია რამდენიმე საათის წინ ჩაასვენეს მშობლიურ სახლში და ლანჩხუთს არ “ეგუგუნება”.

“ბლოგერი რომაა, გივიკო დიდია ბევრს გეცოდინებათ. მოგზაურობს საქართველოში საინტერესო და პოზიტიურ ვიდეოებს დებს ჩვენს კულტურას აცნობს ხალხს… მოკლედ, აგერ ერთი საათის წინ ვიდეო დადო “გუგუნობს ლანჩხუთი”. სულ კარგი ამბები ჰქონოდეთ ბატონო… რამდენიმე საათის წინ ლანჩხუთში ჩემი მეგობარი ბახმუტში გმირულად დაცემული ჯაბა ხოფერია ჩაასვენეს. ლანჩხუთს აშკარად არ “ეგუგუნება” დღეს და ამან სად ნახა “მოგუგუნე” ლანჩხუთელები მაინტერესებს. ამასთან ერთად ცქვიტინიძე, ფაცაცია და არჩილ სოლოღაშვილი არიან როგორც შევატყვე. ადამიანურად დავუწერე კომენტარი. ავუხსენი სიტუაცია… შეუზღუდავს კომენტარები… როგორც თავად ამბობს არ იცოდა”, – წერს მარიამ ჩხეიძე.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიას ცხედარი საქართველოში დღეს დილით ჩამოასვენეს, დღესვე ის მშობლიურ კუთხეში – ლანჩხუთში გადაასვენეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share