ბლოგერი გივიკო დიდია გუშინ საზოგადოების ნაწილმა მის მიერ გავრცელებული ვიდეოს გამო გაკიცხა. უარყოფითი დამოკიდებულება მის პოსტს ”გუგუნობს ლანჩხუთი” მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერდნენ, რომ უკრაინაში დაღუპული ჯაბა ხოფერია რამდენიმე საათის წინ ჩაასვენეს მშობლიურ სახლში და ლანჩხუთს არ “ეგუგუნება”.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება აგრეთვე ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა:
”არ ვაპირებდი არაფრის დაწერას, რაც შესაძლოა პირველმა ვიცოდი.მე ამას სახელს არ დავარქმევ, ეს საზოგადოებამ შეაფასოს.მე მხოლოდ რამოდენიმე წინადადებით შეგაწუხებთ. ჰო,იმიტომ ვეხმაურები,რომ ბევრმა ჩემმა კოლეგამ დაგმო(მსუბუქად ნათქვამია)უკვე და მხოლოდ მისასალმებელია. მე რომ გამომეთქვა პირველს პროტესტი აბა “ომი გინდათ”-ო მიპასუხებდნენ. პირველ რიგში ძალიან, ნაკლებს ვსაუბრობ და მითუმეტეს ვწერ დაღუპულ გმირზე,რადგან ჯერ მშობლებს სახლში უსვენიათ შვილი და რა დროს ესაა. მერე,ძალიან ფაქიზი და სენსიტიური თემაა და ფაქიზად ითხოვს მოპყრობას და ბოლოს, ბევრი იმდენი რამაა სათქმელი ოთხი დეკემბრიდან დღმდე,რომ მხოლოდ ერთ ცნობილი გამომათქვამი შეეფერება “ზოგჯერ თქმა სჯობს უთქმელობას,ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”, მაგრამ რასაც ამ ვიდეოში ნახავთ, რომელიც გუშინ მომხდარ ფაქტს ასახავს, ეს რაღად გვინდოდა?! თქვე ოჯახ აშენებულებო, ქეიფს ,ცეკვას,სიმღერას თქვენ გურულებს რას ასწავლით ან/და აჯობებთ, მთვარეზეა გაშვებული გურული ხალხური სიმღერა,მაგრამ ძალიან რბილად რომ გითხრათ, დრო გაქვთ შერჩეული ძალიან,ძალიან ცუდად!
ქართული მხატვრული ფილმი “ნერგები”ყველას გექნებათ ნანახი და ის მომენტი ბაბუა და შვილიშვილი სიმღერას რომ წამოიწყებს(სხვათაშორის გურულს)ქვემოთ და ზემოთ მიცვალებული რომ უსვენია თურმე ოჯახს. ეს იმიტომ გამახსენდა,რომ ნებისმიერი ტრადიციულოი ქართული ოჯახი გაგიღებს კარებს , თუნდაც ჭირი ჰქონდეს,ეს ჩვენ ოდითგან მოგვსდევს, მაგრამ სანამ “იგუგუნებდით ლანჩხუთში”(როგორც დაარქვით)ამხელა საქვეყნოდ ცნობილი სახეები,ხომ უნდა მიიხედ-მოიხედოთ ცოტა?! რავი,რა გითხრათ.. შემთხვევიდან და შეცდომიდან არავინაა დაზღვეული,ყველანი მოკვდავები ვართ..მე თქვენს ადგილზე ბოდიშს მოვიხდიდი და სულ ბოლოს, არ შემეძლო არ ამეღნიშნა, თურმე მართლა რამხელა მნიშვნელობა აქვს ვინ იღებს გადაწყვეტილებებს არა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებში, არამედ კერძო ორგანიზაციებში, თუ რა მენეჯმენტურ და სარედქციო პოლიტიკას ეწევა ხელმძღვანელი. გამგები გაიგებს,მას ეს შეცდომა არასდროს მოუვიდოდა და იმიტომაცაა ახლა პოლიტპატიმარი!” – წერს ასკურავა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიას ცხედარი საქართველოში გუშინ ჩამოასვენეს და იმ დღესვე ის მშობლიურ კუთხეში – ლანჩხუთში გადაასვენეს.