”როგორც ყოველთვის, როცა პატიმარს და მის უფლებებს ეხება საქმე, ვიქნები კიდევ მეტად გულწრფელი, ვიდრე ჩვეულებისამებრ და ვიტყვი, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდება, რომ ის შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს, განაახლებს კვების ნორმალურ რეჟიმს. მესმის, რომ ჩემს სიტყვას მის თვალში არ შეიძლება, ჰქონდეს რაიმე ტიპის მნიშვნელობა და წონა, მაგრამ მაქვს ჩემი ვალდებულება, გამოვხატო ის აზრი, რომელიც პატიმარს, მის სიცოცხლესა და უფლებებს ეხება. აუცილებელია, მან შეიცვალოს პოზიცია, რომელიც არის მიმართული მის მიერვე თავისი ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ვინაიდან მთელი სისტემა, იქნება ეს პენიტენციური, სამედიცინო სისტემა, თუ სამოქალაქო სამედიცინო სისტემა, მომართულია იქითკენ, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს გაუმჯობესებული და ბოლომდე დაცული. ამისთვის გვაკლია ერთადერთი რამ, ეს არის მისივე სურვილი და მონაწილეობა თავისივე ჯანმრთელობის დაცვის პროცესში. როგორც კი ის შეიცვლის ამ პოზიციას, დარწმუნებული ვარ, დიდხანს იქნება ჯანმრთელად და როდესაც სასჯელი ამოეწურება, რასაკვირველია, თუკი თავის ჯანმრთელობას თვითონვე მოუფრთხილდება, შეძლებს ნებისმიერ მისთვის სასურველ პროცესში ჩართვას. ასეთია კანონი – თუკი დააშავებ, არის სასჯელი, სასჯელს უსჯის მოსამართლე და პენიტენციური სისტემა უზრუნველყოფს სასჯელის მოხდის პროცესში პატიმრის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცულობას. დღეს საჭიროა მხოლოდ, რომ მოცემულმა პატიმარმა თავად გადაწყვიტოს თანამშრომლობა შესაბამის სამედიცინო სამსახურებთან, საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად, რასაც მე მას პირადად ძალიან გულწრფელად ვუსურვებ”
განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
მსგავსი სტატიები:
“დავიღალე თ პოლიტიკის მონოპოლიზაციით, ორი პოლუსით და უკიდურესი გაჭირვებით!
” მიშა სააკაშვილს არ უნდა დავუკარგოთ პირველი ექვსი წელი რაც გააკეთა”
რამდენი აქვთ ხელფასი სინამდვილეში მერებს – ღარიბაშვილმა იცრუა
არჩევნების მეორე ტური ოზურგეთში
ვაქცინაციის შემაჯამებელ ლატარიაში ბათუმელმა ქალმა 100 000 ლარი მოიგო
“ნორმალურ ქვეყანაში ეს გადაყენებული იქნებოდა მხოლოდ ამ საქციელის გამო…” – რას წერს ვახო სანაია ღარიბაშვილის საახალწლო პოსტზე
“სასწრაფოდ: უნდა დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსებისთვის. უნდა გართულდეს მოქალაქეობის მიღება და უძრავი ქონების შეძენა”
ავარია ოზურგეთში – ჰოსპიტალიზებულია ორი ადამიანი
