ჩინელები მომავალს “შეუტევენ” მატარებლით, რომელიც 1000 კმ/სთ განავითარებს

ჩინელების მატარებელი თავისი 1000 კმ/სთ სიჩქარით გახდება ყველაზე სწრაფმავალი სახმელეთო ტრანსპორტი.

პროექტის ავტორებია Southwest Jiaotong University, China Railway Group Limited, CRRC Corporation Limited და ცზიაოტუნის უნივერსიტეტის მეცნიერები. მათი სამგზავრო მატარებელი მაგნიტურ ბალიშებზეა შექმნილი და იყენებს მაღალტემპერატურულ ზეგამტარებს (HTS), რაც მას სამომავლოდ 1000 კმ/სთ-ის განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

პროექტი 9.3$ მილიონადაა შეფასებული, თუმცა, საჭირო კომპონენტების მასიური წარმოებისას და მაღალჩქაროსნული რკინიგზის გაფართოებით, მატარებელები და HTS ტექნოლოგიების გზები ამჟამად არსებულზე არც თუ ძვირი დაჯდება.

მატარებლის პროტოტიპს სავალი ცდები ჯერ არ ჩაუბარებია, თუმცა, გამოთვლითი სიჩქარე უკვე შეადგენს 620 კმ/სთ-ს. მაგრამ, მას შემდეგ რაც შესაბამისი ტექნოლოგიების გზები მოეწყობა, მისი სიჩქარე თავისუფლად მიაღწევს 1000 კმ/სთ-ს.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა 12 ტონიანი და 21 მეტრიანი ლოკომოტივი, სამგზავრო სალონით.

სერიული HTS-მატარებლები რამოდენიმე კლასში იქნებიან წარმოდგენილნი. საბაზო იქნება ეკონომიური, დასაჯდომი სავარძლებით, იქნება ასევე უფრო მდიდრული ვარიანტებიც, მათ შორის ლაუნჯ-ზონებით – ერთიანი ტახტით კიდეებში და შუაში მაგიდით, ასევე ფართოეკრანიანი მონიტორით.

ავტორი: ირაკლი სალუქვაძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share