ოპოზიციონერი დეპუტატის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ფინანსურად ისე დაუდგა საქმე, რომ ხალხის რუსთაველამდე მიყვანა არ შეუძლია, მაშინ დეპუტატები დადებენ ხელფასიდან 1 000 ლარს და ისე დააორგანიზებენ რაიონებიდან მათ ჩამოყვანას.
„რაიონებიდან ხალხი იხვეწება, ავტობუსებში ჩაგვსვით და წაგვიყვანეთო. ხალხი იხვეწება, რომელთაც წამლის ფული არ აქვთ. რა თქმა უნდა, შენ უნდა ჩამოიყვანო. თუ ასე დაუდგა საქმე „ნაციონალურ მოძრაობას“, მაშინ ყულაბა გავაკეთოთ თქო, ორასჯერ ვთქვი. ჩვენც, პარტიები დავდებთ ფულს. გინდათ, ეთერში დაგიანგარიშოთ? რამდენი მანდატი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, მიამატეთ ჩემი, იგივე თამარ კორძაიას, მე ვიცი, ვაშაძეც დადებს. ჩვენი ხელფასიდან 1 000 ლარი რომ დავდოთ, რა? სირცხვილია იმაზე ლაპარაკი, რომ ბიძინას საშაყიროდ გახადო სასამართლოს ეზო. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამ დროს ხალხი არსებობს, რომელიც უბრალოდ უნდა მოიყვანო რუსთაველამდე“, – განაცხადა ჩარკვიანმა.