ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში 45 წლის მამაკაცი მოკლეს.
როგორც ადგილობრივები გვატყობინებენ, მკვლეობა წუხელ ღამით მოხდა.
გავრცელებული ინგფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში მცხოვრებმა მ. წ.-მ მოტყუებით საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გაიყვანა სოფელ ჭანჭათში მცხოვრები 46 წლის ზაზა წულაძე და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
მიზეზი, თუ რის გამო მოხდა მკვლელობა, ადგილობრივებისთვის უცნობია.
გარდაცვლილი საერთაშორისო რეისების მძღოლი იყო.
როგორც შსს-დან გვატყობინებენ, საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მუხლით.
ეჭვმიტანილი მ.წ. დაკავებულია.