„როგორც კი პანდემია დასრულდება, აუცილებლად უზრუნველვყოფთ პროგრესის დაჩქარებას“-თალაკვაძე

„ის დიდი მხარდაჭერა, რომელიც მას საზოგადოების მხრიდან აქვს და აქვს ჩვენს პარტიაში, ჩვენთვის ყოველთვის იყო უპირატესობა და ძლიერი მხარე. შესაბამისად, მისი პოლიტიკიდან გასვლით, რასაკვირველია, ჩვენ ვდგავართ ახალი გამოწვევის წინაშე, რასაც ჰქვია გუნდის კიდევ უფრო მეტად კონსოლიდაცია, კიდევ უფრო ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა, ამ გუნდის კარგი მუშაობის ხარჯზე. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ მხარდამჭერები დავკარგეთ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მხარდამჭერები მისი პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ელოდებიან „ქართული ოცნებისგან“ შემდეგი პროგრესის უზრუნველყოფას, ელოდებიან ეფექტური, სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას და იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ჩვენ გვაქვს ხედვა, გვაქვს გეგმა, გვყავს განახლებული გუნდი და როგორც კი პანდემია დასრულდება, აუცილებლად უზრუნველვყოფთ პროგრესის დაჩქარებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share