“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალ – ძველ სახეებთან დაკავშირებით საუბრისას, დავით ჭიჭინაძემ “მთავარი დებატების” 2021 წლის პირველ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ გახარია რომ წავა, ფაქტია, მას დასაყრდენი არა ჰყავს ქართულ ოცნებაში. აღარაფერს აღარ წარმოადგენს, გუშინ გამოვიდა მთავრობის სხდომაზე და მსახიობობს, თამაშობს. დღეს ყრილობაზე რა იყო: როგორც ადრე ხდებოდა, ლენინი რომ იყო ყველაფერი, ისე იყო ბიძინა. და იმან კიდევ, კაშკაშა ვარსკვლავიო… ამ ქვეყანას თუ გადაწვავენ, თორემ მეტი საკაშკაშო რა აქვს”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” მთავარმა იდეოლოგმა ლაშა ნაცვლიშვილმა ახლადარჩეულ ირაკლი კობახიძეზე და ზოგადად, “ქართულ ოცნებაზე” საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის ლიდერთა თანავარსკვლავედი, რომლის ერთერთი კაშკაშა ვარსკვლავია ირაკლი კობახიძე