“ოცი წელია რაც მედიცინაში ვარ და ათასობით პაციენტთან მიმუშავია, ყველა სოციალური წრიდან, მათ შორის სხვა და სხვა ქვეყნების მთავრობების უმაღლესი თანამდებობის პირებთან და ადამიანებთან ფორბსის მილიონერთა სიიდან.
ერთი რამ აერთიანებთ პალატაში აღმოჩენილ პაიკს და მეფეს. ავადმყოფობის დროს ყველა, განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა, სქესისა, წარმომავლობისა ხდება საოცრად უმწეო და სრულად ექიმზე მინდობილი.
ვინც უმწეო, სიკვდილის პირას მყოფ პაციენტს გმირობას სთხოვთ უზნეოები ხართ და არასდროს, არასდროს უნდა გაეკაროთ საკვანძო ადგილს სადაც ადამიანების ბედის გადაწყვეტაში მოგიწევთ მონაწილეობის მიღება. თქვენ ადამიანებზე, მათ ტკივილებზე არაფერი იცით და არც მათ ბედს უნდა წყვეტდეთ რაიმე ფორმით.
ექიმობა წარმოუდგენლად საინტერესო პროფესიაა სავალდებულო ცოდნის მასშტაბის გამო. საოცარი სიამოვნებაა განცდა რაც მოაქვს ნდობას და იმედს რითიც პაციენტი შემოგყურებს. ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა უღალატო პაციენტს, რაც არ უნდა დიდი შიში იდოს სასწორის მეორე მხარეს.
როგორ უნდა გააგრძელო სიცოცხლე მას მერე, რაც გააცნობიერებ, შეგეძლო დახმარებოდი, სიკვდილისგან გეხსნა და პირადი კეთილდღეობის დაკარგვის შიშით დადუმდი და სისტემას დაანებე შენი პაციენტის სიცოცხლის მოსპობა” | წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში