ჩვენ არ უნდა მივცეთ მამაჩემს საშუალება, გარდაიცვალოს ციხეში – ედუარდ სააკაშვილი

”მამაჩემთან დაკავშირებით სიტუაცია უნდა შეიცვალოს. ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება მამაჩემს, მიხეილ სააკაშვილს, რომ გარდაიცვალოს ციხეში ან რაღაც მძიმე, გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს მის ჯანმრთელობას. ჩვენ უნდა გავუძლოთ ამ რთულ პერიოდს ჩვენი ოჯახის ისტორიაში. გამოსავალი მარტივია, რეალური შესაძლებლობა არსებობს, საქართველოს მთავრობამ სწორი ნაბიჯი გადადგას და მისცეს საშუალება, საზღვარგარეთ იმკურნალოს. ვფიქრობ, რეალური შანსი გვაქვს ახლა ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით ევროპიდან მზარდი კონსენსუსის ფონზე საქართველოსა და ევროპაში, რომ სიტუაცია ძალიან მძიმეა და ის უნდა შეიცვალოს. შემდეგ რა მოხდება ჯერ განსაზღვრული არ არის. ეს დამოკიდებულია ყველა ჩვენგანზე – ოჯახზე, ადამიანებზე, რომლებიც თანხმდებიან იმაზე, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს და მამაჩემის სიცოცხლე უნდა გადარჩეს და მისი ჯანმრთელობა უნდა იყოს შენარჩუნებული..”

განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა სტრასბურგში, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share