თუ სააკაშვილი-გვარამიას საქმეები არ მოგვარდება, საფუძველი იქნება, EU-მა თქვას “არა” – ლექსმანი

”თუ სისტემის გამო, სააკაშვილი ციხეში მოკვდება და როგორც გითხარით, არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ გათავისუფლდეს სამედიცინო ზრუნვისთვის, ამ ყველაფრის გათვალისწინებით რთული იქნება იმის დეკლარირება, რომ საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა არსებობს.

კიდევ ერთი საკითხი – ნიკა გვარამიას საქმე, რომელზეც ომბუდსმენმა თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ არსებობს პოლიტიკური მოტივები გვარამიას საქმეში. ეს ორი შემთხვევაც კი თუ არ მოგვარდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეს იქნება საფუძველი ევროკავშირისთვის, რომ მან თქვას “არა”…”

განაცხადა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share