ფორმულას ინფორმაციით, მმართველი გუნდის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის შემდეგ ქვეყნიდანაც მიდის. ადგილი, რომელსაც თავს შეაფარებს, საფრანგეთი იქნება. შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ ივანიშვილმა საგანგებო დავალებით პარიზში პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გაგზავნა. თბილისი-პარიზის მიმართულებით ფრენა დეკემბრის ბოლოს შესრულდა. ინფორმაციას პრესამსახურიც ადასტურებს, თუმცა ზურაბიშვილის მივლინებასთან დაკავშირებით დეტალები საჯარო არ არის, რადგან ის სამუშაო ვიზიტით არ წასულა. ოფიციალური ინფორმაციით, პარიზში მან შვებულება გაატარა. ფორმულასთვის აგრეთვე ცნობილი გახდა პარტიაში კლანური დაპირისპირების შესახებ. ჩვენი ინფომრაციით, პარტიის ახალი თავჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას კახა კალაძით ჩანაცვლებას გეგმავს. შაბათის ფორმულას ცნობით, კალაძე-კობახიძის ტანდემი გიორგი გახარიას გაზაფხულამდე ჩამოიშორებენ.
მსგავსი სტატიები
- 91
არაფერი იცვლება. როგორც განვაცხადეთ, მივყვებით გეგმას. ამ გეგმაში გადაადგილებასთან დაკავშირებით, არაფერი შეიცვლება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „არ იქნება არანაირი „ლოქდაუნი“, არ იქნება არანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე – ავტომობილებით თუ ფეხით. ერთადერთი, რაც 24 დეკემბრიდან გაიხსნა, სავაჭრო ობიექტები, ისინი დაიხურება. სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება. არანაირი შეზღუდვები გადაადგილებაზე ქვეყანაში არ…
- 91
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის - თინათინ ბოკუჩავა თქმით, ბიძინა ივანიშვილის წასვლის მიზეზიცა და მიზანიც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა, თუმცა ის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მაინც უამრავ "საცეცს" ტოვებს. ყველაზე მძლავრ მოთამაშედ კი ბოკუჩავა კვლავაც "ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს: - ივანიშვილის წასვლის მიზეზიცა და მიზანიც პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობაა. სხვა არა ერთი მიზეზიც არსებობს,…
- 91
"ქართული ოცნების" ყველაზე დიდ შეცდომად მიმაჩნია ის, რომ პიარი აქვთ ნულზე, ნულზე. არაფერს არ ამბობენ რაც გაკეთდა ამ წლების მანძილზე" - ამბობს ტვ "პირველის" ეთერში რეჟისორი ქეთი დოლიძე და მმართველი გუნდის იმ დამსახურებებზე საუბრობს, რაც ხალხმა ჯერ არ იცის. "ხუთი მილიონი კი არა, ათჯერ ხუთი მილიონია დახარჯული სოფლის მეურნეობაში. ძალიან…