ღია ბარათების კამპანია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად – გაუგზავნეთ წერილი ევროპელ პოლიტიკოსებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში ღია ბარათების კამპანია დაიწყო.

კამპანიის ორგანიზატორია “ლაბორატორია საქართველოს მომავლისთვის”, ღია ბარათების გაგზავნა კი ნებისმიერ მსურველს რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსისთვის შეუძლია, მათ შორის არიან: ურსულა ფონ დერ ლეიენი, შარლ მიშელი და ოლაფ შოლცი.

პოლიტიკური პატიმრის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ბატონი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი გლობალური კამპანია გრძელდება. ამ კამპანიის ფარგლებში დღეს ისევ ვაგზავნით ღია ბარათებს -“ჩვენი სოლიდარობა მიხეილ სააკაშვილს” – სხვადასხვა ადრესატთან.

13 დეკემბერს სტრასბურგში ევროპარლამენტის სესიაზე.ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი გააკეთებს ანგარიშს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ. ამის შემდეგ კი გაიმართება დებატები, რომელიც 14 დეკემბერს კენჭისყრით დასრულდება.

და რადგან ევროპული გზა დემოკრატიის, მშვიდობის, თავისუფლების, ტოლერანტობის, ჰუმანიზმის, პოლიტიკური ოპონენტების პატივისცემის გზაა, მოვითხოვთ პოლიტიკური პატიმრის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ბატონი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და მის ევროპაში სპეციალიზებულკლინიკაში გადაყვანას.

ისევე როგორც შარშანდელი კამპანიისას, დღესაც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ბარათებს ვუგზავნით რამდენიმე პოლიტიკოსს ევროპული ინსტიტუციებიდან. ევროპის კომისიის პრეზიდენტს ურზულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროპარლამენტის დეპუტატებს და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს.

ჩვენი ინიციატივის #ProFuture Lab Georgia / ლაბორატორია საქართველოს მომავლისთვის მისიაა საქართველოში დემოკრატიული მოძრაობის გაძლიერება და ქვეყნის წინსვლის პროცესებში ჩვენი პატარა წვლილის შეტანა.

შემოგვიერთდით, მიიღეთ მონაწილეობა ღია ბარათების კამპანიაში. ამისთვის მარტივად ჩამოტვირთეთ ღია ბარათები ტექსტით და გააგზავნეთ მითითებულ მისამართზე.

reception.desks@consilium.europa.eu
ec-president-vdl@ec.europa.eu
epstrasbourg@europarl.europa.eu
poststelle@bundesregierung.de-mail.de
გთხოვთ გააზიარეთ.

ჩვენ გვჯერა, რომ ევროპული ინსტიტუციების დახმარებით მიხეილ სააკაშვილს სულ მალე შესაბამისი მკურნალობის საშუელება მიეცემა.

თქვენი ProFuture Lab Georgia

#FreeSaakashvili, – ნათქვამია განცხადებაში.

newposts.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share