“საქართველოდან იმაზე მეტი ქართველია გასული, ვიდრე წარმოგვიდგენია. მოსალოდნელი შედეგები შემაშფოთებელია”, – ასეთია დემოგრაფ ანზორ თოთაძის ვარაუდი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული მოქალაქეების რაოდენობამ 99 974 კაცი შეადგინა.
ანზორ თოთაძის განმარტებით, ვინაიდან მიგრანტების დიდი ნაწილი ქვეყნიდან არალეგალურად გადის, შეუძლებელია მათი აღრიცხვა.
“ვინ იცის, რამდენი კაცი გადავიდა ამერიკაში მექსიკიდან და ბრაზილიიდან”. მიგრაცია და შობადობის შემცირება არის ის ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა უგულებელყოფამ შეიძლება კატასტროფამდე მიგვიყვანოს. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ქართველი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. თუ დემოგრაფიული ტენდენციები ასე გაგრძელდება, შეიძლება უახლოეს 5-6 წელიწადში საქართველოს ყველა რეგიონი, დიდი ქალაქების გარდა, გაუკაცრიელდეს. არადა, ისტორიულად ქართველი კაცი სამშობლოს, განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, ნებით არ ტოვებდა. საბჭოთა კავშირის დროს ჩატარებული კვლევის მიხედვით, კავშირში მცხოვრები ქართველების 98% საქართველოში ცხოვრობდა, სომხეთში – სომხების მხოლოდ 65%, აზერბაიჯანში კი აზერბაიჯანელების 84%.”-დემოგრაფიანზორ თოთაძე.
kvirispalitra.ge