ხელისუფლების კიდევ ერთი გამაოგნებელი გადაწყვეტილება. არაადამიანური მოპყრობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ახალ მასშტაბებს იძენს. “ქართული ოცნება” საჯაროდ არღვევს მესამე პრეზიდენტის უფლებებს და “ვივა მედში” გადაღებულ კადრებს ასაჯაროებს. “ოცნების” მთავარი მიზანი დაუძლურებული მესამე პრეზიდენტის სრული დისკრედიტაციაა.
კადრების გასაჯაროებამდე ხელისუფლებამ უკვე ღიად არ მისცა შესაძლებლობა მესამე პრეზიდენტს საზოგადოების წინაშე წარმდგარიყო და სამართლიანი სასამართლოს უფლებაც ჩამოართვა. პენიტენციურმა სამსახურმა, რამდენიმედღიანი ვადის მიუხედავად, ვერ შეძლო ინტერნეტკომუნიკაციის დამყარება სასამართლოსა და ვივა მედის კლინიკას შორის და რა თქმა უნდა ყველა დარწმუნებულია, რომ ეს საბოტაჟია. მაშინ როდესაც ყოველდრიურად მცირდება მიხეილ სააკაშვილს სრულად გამოჯანმრთელების შანსი,
სასამართლო სხდომა რომელზეც მისი სიცოცხლის გადარჩენაზე უნდა ემსჯელათ, კიდევ 8 დღით გადაიდო.