4 გარდაცვლილი და 189 ახალი ინფიცირებული _ ეპიდვითარება აჭარაში

საქართველოში ყველა რუკა უცნაურად ქრებოდა, ამიტომ 12 ეგზემპლარი გავაკეთე და ყველა უწყებას გადავეცი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს – ამის შესახებ განცხადება, დავით გარეჯის საქმის მთავარმა მოწმემ, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა გადაცემაში “ღამის კურიერი”გააკეთა. მისივე თქმით, ამ საკითხზე ჩვენება მან პროკურატურასაც მისცა.

“ეს საბუთები ავიღე, მიაგდეს ეს ორიგინალი რუკები დამამტკიცებელ საბუთად ამ ანალიტიკურ საბუთზე ჩამოვიტანე და გადავეცი თავდაცვის სამინისტროს. ვთხოვე გაეკეთებინათ 12 ასლი, ვინაიდან ამ საბუთების ქექვაში დავადგინეთ, რომ საქართველოში რუკები რაღაცნაირად, ვირტუალურად ქრება და ვერ პოულობენ.

მომიწია 12 ეგზემპლარის გაკეთება და აგვისტოდან დავიწყე, ვთხოვე თავდაცვის სამინისტროსაც, რომ მოდი, რომ არ დაიკარგოს ეს რუკები, ყველა სხვადასხვა ორგანოს გადავცეთ. გადავეცი საგარეო საქმეთა სამინისტროს, შევხვდი და გადავეცი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ ბატონ გახარიას, გადავეცი უშიშროების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველას და ერთი ეგზემპლარი ბატონ ბიძინას – აგერ ბატონო, რომ მთხოვე, ყველაფერი ვიპოვე, ამოვქექე და გადმოგცემთ ამ რუკას და თავად გაარკვიეთ საქართველო -აზერბაიჯანის მომავალი საზღვრის საკითხი, გაქვთ ყველა საბუთი, მოვიძიე ყველა სხვადასხვა რუკა, გადმოგეცით და მიხედეთ თქვენ საქმეს და გაარკვიეთ საზღვარი.

ვინაიდან თავდაცვის სამინისტროს ეჭვი შეეპარა და შეხედეს, რომ დიდი განსხვავებებია, ამ საქმის ასე შენახვა არ შეიძლებოდა და გადასცა პროკურატურას, რათა გაერკვია თუ რამე დანაშაული იყო. მე ვთქვი, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, მე გადმოგეცით, მე გამათავისუფლეთ. მითხრეს, რომ მობრძანდი პროკურატურაში და დაწერე ახსნა-განმარტება, როგორ ჩამოიტანე და რა ჩამოიტანეო. მივეცი ჩვენება პროკურატურას და ყველაფერი დეტალურად აღვწერე, რაც ახლა მოგიყევით,”-განაცხადა დავით ხიდაშელმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share