ფსიქიურად რომ არაა ნორმალური ცნობილია დიდი ხანია, ბავშვობიდან ეგრეა – ხაინდრავა სააკაშვილზე

”რა არის წამება? მინდა გითხრათ, ამას ხო სხვა პატიმრები უყურებენ? ოროთახიანი ლუქსი, ტელევიზორი, ყოველ წუთში ვიღაცა ემსახურება. ეს პატიმრობა არ არის, რასაც ჩვენ ვუყურებთ… ის, რომ ფსიქიურად არ არის ნორმალური, ცნობილია დიდი ხანია, ბავშვობიდან ეგრე იყო და პირველ რიგში, დედამისმა იცის ეს და ყველა ჩვენგანმა ვისაც ასე თუ ისე კონტაქტი გვქონია. ეს გასაგებია, მასთან ყველაფერი გარკვეულია, კითხვის ნიშნები არ არსებობს. მე ვფიქრობ ადრეც არ იყო და დღესაც აგერ ყველამ ვნახეთ რა არის და როგორ მდგომარეობაშია და რატომ არის ასეთ მდგომარეობაში. ”

ამბობს ქართული ოცნების პროპაგანდისტი, გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია იმედის ეთერში.

პენიტენციურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა.

სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ამ კადრების გავრცელება “სისხლის სამართლის დანაშაულია, პატიმრის თანხმობა არ იყო.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share