“ქარ­თვე­ლი აუ­დი­ტო­რი­ის­თვის…გა­ავ­რცე­ლეს ისე­თი ვი­დეო მი­ხე­ილ­ზე, მისი და­ცინ­ვის მიზ­ნით…ეს ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია…”-სკანდალურ ვიდეოკადრებზე პირველი კომენტარი ლიზა იასკომ გააკეთა

უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მეორე ცოლი ქალი ლიზა იას­კო ეხ­მა­უ­რე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი გა­სა­ჯა­რო­ე­ბას და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

“ქარ­თვე­ლი აუ­დი­ტო­რი­ის­თვის – სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის. გა­ავ­რცე­ლეს ისე­თი ვი­დეო მი­ხე­ილ­ზე, მისი და­ცინ­ვის მიზ­ნით… არ შე­მიძ­ლია, მისი გა­ზი­ა­რე­ბა, ეს ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია. ეს ყვე­ლა თვალ­საზ­რი­სით სა­ში­ნე­ლე­ბაა. ვინ­მეს ეჭვი ეპა­რე­ბა მი­ხე­ი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ამ “ნორ­მა­ლუ­რი ვი­დე­ო­ე­ბის“ შემ­დეგ, რაც იმის საჩ­ვე­ნებ­ლად გა­ავ­რცე­ლეს, რომ მას­თან და­კავ­ში­რე­ბით “ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა?“

პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­აკშ­ვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. რო­გორც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა რატი ბრე­გა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ეს კად­რე­ბი გა­და­ღე­ბუ­ლია ა.წ. აგ­ვის­ტო­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე. ბოლო კად­რე­ბი თა­რიღ­დე­ბა 12 დე­კემ­ბრით და მას­ში ჩანს, რომ ექ­სპრე­ზი­დენტს დამ­ხმა­რე გა­და­ა­სად­გი­ლე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­რე­შე გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share