ოცნებას “გამიჯნულ” სუბარს იუსტიციის სამინისტროსთან “პრეტენზიები აქვს” და მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას ითხოვს. “ხალხის ძალის” წარმომადგენელი დეპუტატი ენმ-ს წევრების პროტესტსაც აფასებს და ამბობს, რომ შიმშილობა, სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტილს გზა არ არის.
“შიმშილობა არ არის, სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტილს გზა და ვურჩევდი ჩემს კოლეგებს არ მიმართონ ამ გზას. სააკაშვილის საკითხი არის წმინდა სამართლებრივი თემა, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ისე, როგორც კანონშია გადაწყვეტილება…. მეც მაქვს პრეტენზიები იუსტიციის სამინისტროსთან ეს ადამიანი უნდა დააბრუნონ იქ, სადაც არიან სხვა პატიმრები, გაცილებით მძიმე ავადმყოფები არიან საპატიმროში და ეს ადამიანიც უნდა იყოს საპატიმროში, დაემორჩილება ექიმების რჩევებს მიიღებს საკვებს და ის იქნება ჯანმრთელი” – ამბობს სუბარი
ცნობისთვის, 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები, რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით” ახსნა. მიზეზები იუსტიციის მინისტრმა “იმედის” ეთერშიც განმარტა და თქვა, რომ მიზანი საზოგადოების “სწორად ინფორმირება” იყო.
პენიტენციურის მიერ, კადრების გასაჯაროების შემდეგ, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა დღეს განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციურის წინააღმდეგ, წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ.