ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, ახლა ‘ნაციონალურ მოძრაობაში” არჩევნებია პრიორიტეტული და არა სააკაშვილის მდგომარეობა.
ტელეწამყვანი ოპოზიციურ პარტიაზე ძალიან ნაწყენია და პირდაპირ ამბობს, რომ პარტიამ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჩატოვა.
ხმაურიანი განცხადებები ნანუკა ჟორჟოლიანმა “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.
“ახლა მათთვის თუ არჩევნები უფრო პრიორიტეტულია არ ვიცი. მართლა მგონია, რომ სხვა რეალობაში ცხოვრობს ეგ ხალხი და ზუსტად მაგ რეალობას მიიღებენ არჩევნებზე. დაუძინებელი მტრები გავხდებით მაგათი და ახლა ვნახოთ, მართლა ვინ მოერევა. პარტიამ სააკაშვილი ჩატოვა ციხეში. ისინი კი ვერაფერერს ვერ შეცვლიდნენ და ვერ გამოიყვანდნენ, მაგრამ ერთგულების და ბრძოლის მაგალითს დადებდნენ, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს სააკაშვილისთვის“, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.